მაჩალიკაშვილი: ბანერს მაინც დავდგამ

კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ, ბანერს მაინც დავდგამ, – ამის შესახებ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს.

მაჩალიკაშვილის მოთხოვნა უცვლელია, სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„მე ვითხოვ ხელმოწერების შესაგროვებლად დავდგა კარავი, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა ამ ყველა სიბინძურეს მოეღოს ბოლო. კითხვას გაეცეს პასუხი. უფლებას მომცემენ, თუ არ მომცემენ, კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ და ბანერს მაინც დავდგამ, კანონი მაძლევს ამის უფლებას. „ქართულმაოცნებამ“ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის ვაგროვებ ხელმოწერებეს, არა ჩემთვის. ესენი ყველაფერს აკეთებენ ჩემს გასაშავებლად, რადგან იციან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed