თემირლან მაჩალიკაშვილი რომ არ გარდაცვლილიყო, გვერდით მიუჯდებოდა 2017 წლის 26 დეკემბერს სპეცოპერაციისას დაკავებულ მის მეგობარ ტერორისტებს! მამამისი, ნაცსექტის მარიონეტი მალხაზ-ვახა მაჩალიკაშვილი-ტერლოევი კი, საუკეთესო შემთხვევაში, – სახლში იჯდებოდა ჩუმად

ვნახე “იმედის” გადაცემა “არენა” ახმედ ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების განადგურება-გაუვნებელყოფის შესახებ და მოვუსმინე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსს ირაკლი ჩიმაკაძეს და პროკურორ ვანო ოქროპირიძეს.

ნათელია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი რომ არ გარდაცვლილიყო, გვერდით მიუჯდებოდა 2017 წლის 26 დეკემბერს სპეცოპერაციისას დაკავებულ მის მეგობარ ტერორისტებს! მამამისი, ნაცსექტის მარიონეტი მალხაზ-ვახა მაჩალიკაშვილი-ტერლოევი კი, საუკეთესო შემთხვევაში, – სახლში იჯდებოდა ჩუმად!

არადა, ამ კაცმა, ორი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე “გაეროს შტაბ-კვარტირა” მოგვიწყო კარვებითა და დროშების ფრიალით, ჟურნალისტებმა კი ტელევარსკვლავად აქციეს!

ერთადერთი შვილი მომიკლესო, რომ აცხადებს ეს კაცი, რაო, რაკი ერთადერთი იყო, ეს აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ტერორისტების ხელშემწყობი არ იქნებოდა?!

თუ ტერორიზმში ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია იყო განზრახული, იმავე ღამით დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილი როგორ გადარჩა?!

ამ ორი წლის განმავლობაში უამრავი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ. პოლიტიკური სპეკულაციები დღემდე გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეებში გავრცელდა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება: “ავსტრიის ტერიტორიაზე ტერორისტებს არ ვუშვებთ!” და დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ავსტრიამ არ მიიღო სამკურნალოდ!

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე შეწყვიტა. ტერორიზმში ეჭვმიტანილი გარდაიცვალა, მაგრამ მთელი ორი წელი მიმდინარეობდა გამოძიება როგორც მის საქმიანობასთან, ასევე გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.

ეს არის მაღალი სტანდარტი!

არა – “მოკვდა კაცი, მორჩა კინო!”, არამედ დეტალური გამოძიება!

დეტალურად გამოძიებით კი პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი დაადგინა!

პროკურატურამ ასევე დაადგინა, რომ სპეცოპერაციისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ!

ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალის წარდგენა ვერ მოხერხდა. გონსმოუსვლელად გარდაიცვალა! ეს კოდექსშიც წერია და არაერთ გადაცემაშიც ვთქვი: უგონო მდგომარეობაში მყოფ ეჭვმიტანილს ბრალს ვერ წარუდგენდნენ, ხოლო ბრალის წარდგენის და სასამართლო განხილვის გარეშე ვერავინ გამოიტანდა მსჯავრს ტერორისტობის თუ ტერორისტებისთვის ხელშეწყობის გამო!

თემირლან მაჩალიკაშვილი სასამართლოს ტერორისტად ან მათ ხელშემწყობად არ უცვნია მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიცვალებულებს კი არ ასამართლებენ!

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უდანაშაულო იყო!

და არც მისი ოჯახია დაზარალებული!

ამ ლოგიკით, დაზარალებულად უნდა გამოაცხადონ ახმედ ჩატაევის ოჯახიც! არც ის გაუსამართლებია ქართულ სასამართლოს!

კიდევ ერთხელ ვიტყვი:

თემირლან მაჩალიკაშვილი რომ გადარჩენილიყო, ახლა დიდი ალბათობით პატიმრობაში იქნებოდა იმ ოთხეულთან ერთად, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს დააკავეს!

ამ ორი წლის განმავლობაში “ობიექტივის” და სხვა ტელევიზიების ეთერითაც არაერთხელ მოვითხოვე, რომ ის, რაც პარლამენტის წევრებს აჩვენეს დახურულ სხდომაზე, საზოგადოებისთვისაც გაეცნოთ!

ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რა საფრთხე ააცილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით) საქართველოს, მის მოსახლეობას!

ამ გადაცემით ჩვენ ახლა იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე აქამდე ვიცოდით!

ჰოდა, მივმართავ იმ ხალხს, ვინც ამ მაჩალიკაშვილებს “გულმხურვალე მამულიშვილებად” წარმოგვიდგენს და
ვეკითხები ჩემს კოლეგებსაც:

სირცხვილი არ არის, ნაცსექტის პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით, ტერორისტებს და მათ ხელის შემწყობებს რომ ეფერებით, ამ მალხაზ-ვახას აჰყოლიხართ და საქართველოს სპეცსამსახურებს მუდმივად ლანძღავთ?!

ვერ ხვდებით, რომ ტერორისტების მსხვერპლად გამოცხადებით, უპირველესად თქვენივე შვილების სიცოცხლეს უქმნით საფრთხეს?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed