სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ – როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები

რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ხუ­მის სკო­ლებ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი­სა და კან­ფე­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო, აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი არ ცხრე­ბა. რე­გი­ონ­ში ხმო­ვა­ნი სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­შიც აფხა­ზუ­რი და სომ­ხუ­რი გვა­რე­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბი მო­ზარ­დებ­ში სა­ში­ში კან­ფე­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

“ჩვენც შევ­თა­ვა­ზეთ მო­ზარ­დებ­სა და პა­ტა­რა ბი­ჭებს კან­ფე­ტე­ბი და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბი”, – აღ­ნიშ­ნა­ვენ ქა­ლე­ბი ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ქალი სო­ხუ­მის ერთ-ერთი სკო­ლის ნო­მერ­საც ასა­ხე­ლებს.

აფხა­ზურ­მა ტე­ლე­რა­დი­ო­კომ­პა­ნი­ამ (АГТРК) თე­მას სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტი მი­უ­ძღვნა. კად­რებ­ში ჩანს ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი წარ­წე­რით: “აიღე კან­ფე­ტი”. ერთ-ერთი მშო­ბე­ლი კი იმ მო­ზარ­დზე სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც კან­ფე­ტი ჭამა.

სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ე.წ. მი­ლი­ცია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. თუმ­ცა აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრომ ის მა­შინ­ვე უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ “ქვე­ყა­ნა­ში” ამ მხრივ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

“ჩვენ მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­თან და ვა­კონ­ტრო­ლებთ მო­ნა­ცე­მებს, ვინ შეჰ­ყავთ ან გა­მოჰ­ყავთ. თა­ვად ნარ­კო­ლო­გე­ბიც მუდ­მი­ვად სტუმ­რო­ბენ სკო­ლას, რათა ვი­თა­რე­ბა უფრო ახ­ლოს შე­ის­წავ­ლონ. თა­ვის მხრივ ეს ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან მო­ზარდს მათ მავ­ნებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან”, – აცხა­დე­ბენ აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ სჯე­რა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ “შსს-ს რაც არ აწყობს, მა­შინ­ვე უარ­ყოფს”.

“ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ რა­ღა­ცას მა­ლა­ვენ და ვი­ღა­ცას ხელს აფა­რე­ბენ. ახალ­გაზ­რდე­ბის 80% ნარ­კო­მა­ნია და ახლა ბავ­შვებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ასე­თი არ­გუ­მენ­ტი აქვთ – არ­ცერ­თი მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მი­უყ­ვა­ნი­ა­თო – ვის სჯე­რა ექი­მე­ბის, რო­დე­საც აქ ბან­დი­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის კლა­ნე­ბის გა­რან­ტე­ბი არი­ან”, – წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით “ბელი ბაშ­ლი­კი”.

“ვის უნდა ენდო ამ ქვე­ყა­ნა­ში?! ექი­მე­ბის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს უკვე ვი­ცით, არც მი­ლი­ცია სარ­გებ­ლობს ნდო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხომ სა­ერ­თოდ არა­ვის სჯე­რა. რაში სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა?!”, – წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი.

სხვე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი კან­ფე­ტე­ბი­სა და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რესს ასე ხსნი­ან:

“მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია – უნ­დათ, მო­ზარ­დე­ბი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­დონ, რათა შემ­დეგ ისი­ნი ად­ვი­ლად მარ­თონ. ეს არის ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი. თუ მო­ზარ­დებს მშობ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად რა­ღაც თან­ხას აძ­ლე­ვენ, ეს თან­ხა მათ ჯი­ბე­ებ­ში წავა, რაც მათ­თვის მზარ­დი შე­მო­სა­ვა­ლია. ახა­ლი ამ­ბა­ვია, რომ ჩვენ­თან არა­ნა­ირ შე­მო­სა­ვალს არ თა­კი­ლო­ბენ ვი­ღა­ცე­ე­ბი?! იღე­ბენ წი­ლებს და ცხოვ­რო­ბენ ბედ­ნი­ე­რად”.

წყარო ამბები ჯი

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed