მამუკა ხაზარაძე: ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილი ბოსტანი

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყანა არ არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი ბოსტანი.

“ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილი ბოსტანი. ეს ქვეყანა და ეს პორკურატურა არ არიან ის ისტიტუტები, რომლებიც ასე უნდა ამოიდო იღლიის ქვეშ. ამას არ დავტოვებთ ასე. მე გეუბნებით, რომ ეს ყვეალფერი გაირკვევა. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამყარდება სამართალი და სამართლიანობა”,-ამბობს ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს, საქალაქო სასამართლოში თიბისის დამფუძნებლების პროცესი მიმდინარეობდა, სადაც მოწმეები დაკითხეს.საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია 16 მილიონზე.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed