ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას – ნინო ჯანგირაშვილი

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ყველა მაუწყებელი თანაბარ პირობებში უნდა იყოს, მათ შორის ის არხები, რომლებსაც ბიუჯეტის წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ.

„შემდეგი ერთი თვის განმავლობაში საბოლოოდ გაგვაგებინოს მინისტრმა, რა გრაფიკზე ელაპარაკება ამ არხებს. ასე არ გამოვა, რომ ჩვენ დაგვსაჯოს, გვეჩხუბოს, ამ დროს მიუცუცქდეს იმათ ჩუმად და 10-წლიან გრაფიკებზე ესაუბროს. გაიხსნას პროცესი“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ დაედო.

საკითხის განსახილველად ფინანსთა სამინისტროში დღეს „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი მივიდნენ. ინგა გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად, დაწყებიდან 15 წუთში დატოვა.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed