“გია, მოდი დავიწყოთ თავიდან, არსებობს წელიწადის 4 დრო…”- ხათუნა ხოფერია ბარამიძეს

“ზამთარში წყლის ჭავლის გამოყენება ძალიან ცუდი ფაქტია. არასწორია ზამთარში წყლის გამოყენება – ეს არის ამ ხელისუფლების სისუტე. ძალა არის სამშობლოს სიყვარულში” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ბარამიძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და გია ბარამიძეს ირონიით მიმართავს:

“გია, მოდი დავიწყოთ თავიდან.
არსებობს წელიწადის 4 დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. შემოდგომის თვეებია: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი! დაიმახსორე?… მოკლედ, როცა ცივა, ეგ არ ნიშნავს რომ ზამთარია. წაი, ახლა, ჩემი ბიჭი….” – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed