გიორგი რურუას დააკავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი , გიორგი რურუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, იგი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-2 და მე-3 ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

„ჩვენი დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით.

აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დამნაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!“, – წერს გვარმია.

 

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed