ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/კ ცენტრის სამედიცინო პერსონალი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ „თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ისინი სოლიდარულები არიან მათი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მისი დაკავების ფაქტს.

„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციას და ვითხოვთ ჩვენი კოლეგის უპირობო გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ ვაჟას და ვაპროტესტებთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ოკუპანტების ქმედებას“,-აცხადებენ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები.

აქცია „თეთრი ხალათები“ საქართველოს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა. ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed