გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის – ირაკლი კობახიძე

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ გავარჩიეთ ის, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა და ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზე. საპარლამენტო თანამდებობებზე დღეს არ გვიმსჯელია.

რაც შეეხება, გერმანულ მოდელს, ის კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი მიზეზით შეუძლებელია. სხვა მიზეზებზე ყურადღების გამახვილება არ მინდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს მათ მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed