ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.

ევროპის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მომპოვებელ ნომინანტებს შორის ლევანთან ერთად ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან.

ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული როლისთვის ლევან გელბახიანი უკვე დასახელდა საუკეთესო მამაკაც მსახიობად სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ევროპის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს გამარჯვებულს 7 დეკემბერს ბერლინში საზეიმოდ გამოავლენენ.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed