“ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს” – როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ სკანდალებს

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­და­ლურ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა. სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ერ­თი რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა წერს.

“86 წლის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ რუ­სეთ­შიც ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს, 49 წლის მე­უ­ფე პეტ­რემ სი­ნო­დის სხდო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ში­ნელ ცოდ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და, რაც მთა­ვა­რია, ამ­დე­ნი დღის მე­რეც უკან არ იხევს. მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე ცა­ა­ვა, პატ­რი­არ­ქის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, მო­ნას­ტერ­ში გა­ამ­წე­სეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სკან­და­ლი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე დი­წყო, რო­დე­საც კი­დევ ერთი მე­უ­ფის, ია­კობ ია­კო­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­ეკ­ლე­სიო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გეგ­მავ­დნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ასე­ვე მომ­ქე­დი პრე­მი­ე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, პირ­ველ პი­რებს 86 წლის პატ­რი­არ­ქის შეც­ვლა სურ­დათ. გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, მათ შო­რის პატ­რი­არ­ქის მკვლე­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­უ­ფე ია­კობ­მა თა­ვი­სი სი­ტყვე­ბი მო­ი­ნა­ნია.

პრე­მი­ერ­მა გა­ხა­რი­ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­ცხა­დე­ბას ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­ტე­ვა უწო­და”, – წერს Currenttime.tv, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, “სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის ღია კონ­ფლიქ­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია მი­იჩ­მევს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­ცხა­დე­ბით პრო­კუ­ა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს”.

“არა­ერ­თი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ინ­სტი­ტუ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, პატ­რი­არ­ქი კი – ყვე­ლა­ზე ავ­ტო­ტი­რე­ტულ ფი­გუ­რად, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ის მძი­მედ ავად­მყო­ფობს. სწო­რედ ამი­ტომ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი უფრო და უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ შიდა სა­ეკ­ლე­სიო კრი­ზი­სი და ჯგუ­ფებს შო­რის ბრძო­ლა მწვა­ვე ფა­ზა­ში გა­და­დის”, – წერს იგი­ვე გა­მო­ცე­მა.

Aif.ru-ს (Аргументы и Факты) ცნო­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ბოლო წლებ­ში მე­სა­მე სკან­და­ლი მოხ­და. 2018 წლის და­სა­წყის­ში დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ცი­ა­ნი­დის გამო და­ი­ჭი­რეს, რო­მე­ლიც მას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ა­ში მიჰ­ქონ­და, სა­დაც სამ­კურ­ნა­ლოდ ქარ­თვე­ლი პატ­რი­არ­ქი ილია II იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის გა­ა­სა­მარ­თლეს და და­ა­პა­ტიმ­რეს.

“ამას მოჰ­ყვა მე­უ­ფე ია­კო­ბის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, “პატ­რი­არ­ქის მო­შო­რე­ბა­ზე”, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი, მუ­ე­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას ბრალ­დე­ბე­ბი. ის წმინ­და სი­ნოდ­ში ერთ-ერთ მთა­ვარ ფი­გუ­რად იყო მი­ჩე­ნუ­ლი და საკ­ლე­სიო სა­კი­თხებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მოქმთა­საც არას­დროს ერი­დე­ბო­და”, – აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

Ria.ru-ს ცნო­ბით კი, NDI-ს გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ტარ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის ლი­დე­რობს.

“ქარ­თველ ხალ­ხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ო­ე­ბა აქვს პატ­რი­არ­ქის მი­მართ. ყო­ველ კვი­რას, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ზღვა ხალ­ხი მი­დის, რათა მის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბას მო­უს­მი­ნოს, ახ­ლო­დან ნა­ხოს და ხელ­ზე შე­ე­ხოს, ეს მათ­თვის დიდი მად­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. პატ­რი­არ­ქი დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ად­გი­ლობ­რივ ოჯა­ხებ­ში ყო­ველ მე­სა­მე შვილს ნათ­ლავს. ყვე­ლა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ცდი­ლობს პატ­რი­არ­ქი მათი შვი­ლის ნათ­ლია გახ­დეს და ამით ოჯახ­ში მად­ლი შე­ი­ტა­ნოს”, – წერს გა­მო­ცე­მა.

“ილია II-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რე­ვი ექა­ჩე­ბა” – ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­და­ლებს Независимой газета. რო­გორც გა­მო­ცე­მა ქარ­თულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, “ცოტა ხნის წინ პატ­რი­არ­ქს გა­დად­გო­მას აი­ძუ­ლებ­დნენ, რაც თა­ვად პატ­რი­არ­ქმა უარ­ყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რის ინ­ტე­რე­სი”.

რუსი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ორი ქვეყ­ნის ერ­თმა­ნე­თის­გან სულ უფრო და­შო­რე­ბას ცხად­ყოფს.

“რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თე­მა­ზე ასე ღიად ისა­უბ­რებ­დნენ, მით უფრო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე. აი, ეს მო­გი­ტა­ნათ ევ­რო­პამ”

“იქ პრო­ევ­რო­პე­ლე­ბის მთე­ლი ბან­დაა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას კაც­მა არ იცის, საით ექა­ჩე­ბა”

“ამ ყვე­ლაფ­რის უკან პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრე­სე­ბი დგას. ერ­მაც და ბერ­მაც ერ­თმა­ნე­თის­თვის ათას­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რის დაბ­რა­ლე­ბა და­ი­წყეს, ისე, რო­გორც ეს ამე­რი­კულ სე­ნატ­ში ხდე­ბა”, – წე­რენ რუ­სე­ბი გა­მო­ცე­მა vz.ru-ს (ВЗГЛЯД) მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed