ყოფილი ეპისკოპოსის ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაიცვალა

მართლმადებელი ეკლესიის ყოფილი ეპისკოპოსის ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი ნახეს.

ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, ყოფილი მღვდელმთავარის შვილი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

<span ‘sylfaen’,serif;=””>„გარდაიცვალა თავისი გარდაცვალებით, ძილში, ბუნებრივი სიკვდილით. ისეთი არაფერი აწუხებდა“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ლელა შიოშვილი.

<span ‘sylfaen’,serif;=””>გარდაცვლილი იერემია წამალაიძე სასულიერო პირი იყო, თუმცა ის მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. იერემია წამალაიძე სამგორის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მსახურობდა, რომელიც სწორედ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია.

მამამისმა, ქრისტეფორე (ომარ) წამალაიძემ საეკლესიო მოღვაწეობა 1978 წელს დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აიყვანეს ეპისკოპოსის ხარისხში და წლების განმავლობაში იყო მესხეთ-ჯავახეთის, ნიკორწმინდის, მარგვეთისა და სხვა ეპარქიების მმართველი. ილია მეორემ ის 1980 წელს ქორეპისკოპოსადაც დანიშნა.

მისი საკითხი სინოდმა პირველად მრევლის საჩივრის გამო 1995 წელს განიხილა, წლების შემდეგ კი მღვდელმსახურება საერთოდ შეუჩერდა.

2016 წელს მას პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით შესვლა სურდა.

<span ‘sylfaen’,serif;=””>ყოფილმა მღვდელმთავარმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ 80-იან წლებში სინოდის წევრის, ეპისკოპოს ზოსიმეს წინააღმდეგ მართლაც არსებობდა სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებები.

ქრისტეფორე წამალაიძე ასევე ერთ-ერთია იმ 5 მღვდელმთავარს შორის, რომლებმაც 1980-იან წლებში ილია მეორე “სოდომურ ცოდვაში მყოფი” და პედოფილიაში ბრალდებული მაღალი რანგის სასულიერო პირების მფარველობაში დაადანაშაულეს.

1995 წელს მას ეპარქია ჩამოართვეს, მღველმოქმედება აუკრძალეს და სინოდიდან მოკვეთეს. ქრისტეფორე წამალაიძე ამჟამად დამოუკიდებლად ეწევა მღვდელმსახურებას.

 

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed