„პროვოკაცია და ტყუილია ეს!“ – ოცნების დეპუტატი სისხლიან გარჩევაში შვილის შესაძლო მონაწილეობაზე

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქე ჰამლეტ კაზარიანს „ოცნების“ დეპუტატის შვილმა, დავით მკოიანმა და მისმა ბიძაშვილებმა ხელკეტებით სცემეს. „მთავარი არხი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კაზარიანს დაახლოებით 45 ადამიანი უსწორდებოდა. ის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა კი სახლში მკურნალობს. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ამ ფაქტს შსს-ც ადასტურებს.

თუმცა, უწყება „პრაიმტაიმთან“ არ ადასტურებს, რომ საქმის გამოძიება დავით მკოიანის მიმართ დაიწყო. როგორც სამინისტროში განმარტავენ გამოძიება ხულიგნობის მუხლით ფაქტზე დაიწყო და არა რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ.

დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ინციდენტის დროს მისი შვილები საქართველოში არ ყოფილან.

„არასდროს გამიგონია ამ კაზარიანის შესახებ, არც თვალად მინახავს. ეს არის პროვოკაცია და ტყუილი. ჩემი შვილი,დ ავით მკოიანი უკვე 20 დღეა ერევანშია. უფროსი ვაჟი კარუშა კი ერევანში 30 ოქტომბერს წავიდა და მხოლოდ დღეს გამთენიისას დაბრუნდა. აგერ არის პოლიცია, სასაზღვრო, საბაჟო – სადაც გინდათ წადით და იკითხეთ. ტყუილია, რასაც ჩემს შვილებს უვრცელებენ“ – განმარტავს პრაიმტაიმთან ენზელ მკოიანი.

 

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed