ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი სასამართლომ გაათავისუფლა

გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მან ასევე დაკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის თაობაზე.

პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი დვალიშვილისთვის აღკვეთის სახით 5000 ლარის გირაოს, ადვოკატები გიორგი სიმონიშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი კი მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

მოსამართლეს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები, მიხეილ დვალიშვილს გაუთქმელობის წერილზე აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და შემდეგშიც ითანამშრომლებს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. ამ საქმზე შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed