თურნავა არის ყველაზე ძლიერი მინისტრი – გახარია

ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას მიდის.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed