ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში გარდაიცვალა

მუშა, რომელიც  ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროზე გარდაიცვალა,  ტყვარჩელიდან იყო და ჭიათურაში ლტოლვილის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ამის შესახებ „2020NEWS“ – ს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ განუცხადა.

„შემთხვევა დაახლოებით ორი სააათის წინ მოხდა.  გარდაცვლილი გაგა ბოჭორიშვილი გამწმედ სამუშაოს ატარებდა. თავად ეკავა მანქანის პულტი. რა გახდა დარკვეთის მაღაროში გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გარდაცვლილს თავად ეკავა მანქანის პულტი და მანქანასა და კედელს შორის მოჰყვა“, – განაცხადა  “2020NEWS“ -თან ქალაქის მერმა.

გარდაცვლილ მაღაროელს  მეუღლე და რვა თვის ბავშვი დარჩა.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed