პირველი ნოემბრიდან, თბილისის მერია თეთრი ტაქსებისთვის ქიმ. წმენდის ვაუჩერების დარიგებას დაიწყებს

“პირველი ნოემბრიდან, თბილისის მერია A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის ტაქსებისთვის ქიმიური წმენდის ვაუჩერების დარიგებას დაიწყებს.”– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომზე განაცხადა.

“ყველა ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ამ ვაუჩერით, დამატებით მიიღებს ავტოტექმომსახურების კომპანიის – „ვიანორის“ 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს. ტაქსის მფლობელებს SMS-ების საშუალებით ეცნობებათ ინფორმაცია ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ, სადაც ქიმიური წმენდის მომსახურებას მიიღებენ. ამ ეტაპზე ქალაქში 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.”– განაცხადა კახა კალაძემ.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed