22 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.კურო – ბოლო დროს მეგობრები და ნათესავები სულ მიივიწყეთ. დღევანდელი დღე მათთან ერთად ოჯახურ, თბილ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი – მეგობრებს დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით. ზოგიერთმა შეიძლება ქალაქგარეთ გამგზავრება და საქმეებში მოხმარება გთხოვოთ.

კირჩხიბი – მართალია, კამათი სიამოვნებას არავის ანიჭებს, მაგრამ დღეს საკუთარი მოსაზრებები უნდა დაიცავთ. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

ლომი – ზომიერება გმართებთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

ქალწული – დღეს არჩევანი უნდა გააკეთოთ ან კარიერულ წინსვლა, ან მეგობრული ურთიერთობა.

სასწორი – გადადგით პირველი ნაბიჯი და მიხვდებით, რომ გზა არც ისეთი შორია და საქმე არც ისეთი რთული, როგორც ეს თავიდან გეგონათ.

მორიელი – გამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნის დღეა. გაჩერდით და შეაფასეთ თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, სიტუაცია, რაც თქვენ გარშემო ხდება.

მშვილდოსანი – ახალი ადამიანების გაცნობის, სოციალური საქმეების შესრულების დღეა. იყავით აქტიური.

თხის რქა – დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან. ოღონდ სასიამოვნო საქმიანობით და არა მავნე თვისებებით.

მერწყული – ცოტათი უნდა დაშორდეთ იმ ადამიანს/მეგობარს, ვისი პოზიციაც თქვენგან რადიკალურად განსხვავდება.

თევზები – პოზიტიური და ენერგიული დღე გელით. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათ საოცრად ენატრები.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed