ახლა სიჩუმის დრო აღარაა, უნდა შევცვალოთ ამ ქვეყნის მომავალი – ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს ახლა დუმილის დრო აღარაა და “ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია შეიქმნება, რომელსაც ღირსეულ ლიდერობას გაუწევს თავად უმცროსი სააკაშვილი და მისი განათლებული თანამოაზრეები.

“მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მტრისგან და მისმიერ ხელდასხმული ოლიგარქისგან… დროა ჩემი სათქმელი ვთქვა შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი 20 ივნისის შემდეგ რუსი გახარია პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს… ახლა სიჩუმის დრო აღარაა! დარბევიდან უკვე 3 თვე გავიდა და საჭიროა საზოგადოების სრული მობილიზაცია და დროული გადაწყვეტილებების მიღება… უნდა შეიქმნას ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენი პარტიის ეგიდით, პირობას გაძლევთ ამ ორგანიზაციებს ღირსეულ ლიდერობას გავუწევთ მე და ჩემი განათლებული თანამოაზრეები!“, – წერს სააკაშვილი.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed