ვლადიმერ პუტინი – ღირსეული კაცი, დიდება ღმერთს! – ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსტან მიმართებაში ღირსეული მოწინააღმდეგის პასუხს უწოდებს.

“ნაციონალებმა ერთი ორად გაზარდეს პუტინის რეიტინგი, საქართველოში და მსოფლიოშიც. მისი განცხადება იყო ღირსეული მოწინააღმდეგის პასუხი!ღირსეული ბრძოლა ყოველთვის ფასდება და უღირსი საქციელი ისჯება, თვით განგებისგანაც. დიდება ღმერთს!“, – წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს “ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“.

მსგავსი თემები

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed