“არ გაწყენდათ ჩვენგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება” – სერგეი გავრილოვი

საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ამ ქვეყანას არ აწყენდა რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაეზიარებინა, – მიაჩნია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარეს სერგეი გავრილოვს.

მან ეს განცხადება კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრება რუსეთის სახალხო დამცველი ტატიანა მოსკალკოვა.

„სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed