საქართველო-სომხეთის საზღვარზე ხანძარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან, სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის.

ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 35-მდე მეხანძრე-მაშველის იღებს.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed