N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის ჩხუბი მოხდა

N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თანამესაკნეებს შორის ჩხუბის შედეგად ერთი მსჯავრდებული დაშავდა.

უწყების ცნობით, 27 ივნისს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ იმავე დღეს მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„27 ივნისის ინციდენტის აღკვეთის მიუხედავად, 28 ივნისს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს, 2002 წელს დაბადებულ გ.თ.-სა და 2001 წელს დაბადებულ დ.ყ.-ს, შორის. მოცემული ჩხუბის შედეგად მსჯავრდებული დ.ყ. N 11 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ხოლო მსჯავრდებული გ.თ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ამჟამად მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციის დაგეგმვა ყბის მოტეხილობის გამო. 28 ივნისს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed