ქართულ ბაზარზე ,,UNITED COMPANY,,-იმ ახალი პროდუქტი შემოიტანა

“UNITED COMPANY” – ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე დაახლოებით ორი წელია არსებობს, თუმცა მისი ფიტოტერაპიული ხაზი, ის პროდუქტები – რომელებიც გათვლილია ამბულატორიული კონსულტაციის პაციენტებისათვის, სულ რამოდენიმე თვეა რაც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის.

ამ დროისათვის კომპანია მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის წარმოებულ 10 პრეპარატზე 16 გამოშვების ფორმით, რომელიც მზადდება სწორედ “UNITED COMPANY”-ის. ამ პროდუქტების უმრავლესობა გაციების დროს მისაღები მედიკამენტებია, როგორიცაა აისლენდერი სპრეი და პასტილა, ბრონქო მოსის საბავშვო და მოზრდილთა ფორმა, ქოლდ მოსის საშეტი, სინუ მოსის საბავშვო და მოზრდილთა ფორმა და სხვა.

კომპანიის სტრატეგია და ძირითადი პრიორიტეტი, როგორც უკვე არსებული მედიკამენტების ისე სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულების განვითარებისა არის ისეთ მედიკამენტებზე ორიენტირება, რომელთაც ახასიათებს მიზანმიმართული მოქმედება, მაქსიმალური უსაფრთხოებისა და სწრაფი ეფექტურობის გამოვლენა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ექიმის, ასევე პაციენტისათვის.

ერთ-ერთი მათგანი არის ფიტოთერაპია რომელსაც კომპანია გთავაზობთ:

ფიტოთერაპია ადამიანების სხვადასხვა დაავადების საიმედო მკურნალობის მეთოდია, რომელიც უძველესი დროიდან არსებობს. იგი სამკურნალო მცენარეებისა და მათგან მიღებული კომპლექსური პრეპარატების გამოყენებას გულისხმობს. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავანოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების და სხვათა არსებობით. მცენარეებში შემავალი აქტიურ ნივთიერებებს გააჩნიათ ბიოლოგიური აქტივობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. ხშირად მცენარის რამოდენიმე ნაწილისათვის არის დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რაც უზრუნველყოფს მათ სინერგიულ ეფექტს.

არსებობს ფიტოთერაპიის ორი ფორმა:

Ø რაციონალური ფიტოთერაპია, რომელიც დაფუძვნებულია თანამედროვე რეალურ მეცნიერებაზე და სამეცნიერო ექსპერიმენტებზე და,

Ø ტრადიციული ფიტოთერაპია, რომელიც დაფუძვნებულია მრავალსაუკუნოვან პრაქტიკაზე.

მთელს მსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მუდმივი ძიების, ტესტირებისა და გადამოწმების პროცესს ემპირიული მეცნიერების განვითარება მოჰყვა. დღეს ბევრი მცენარე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამეცნიერო მედიცინის ფარგლებში და გამოიყენება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

სწორად ზემოთ თქმული დაედო საფუძვლად ახალი ფარმაცევტული კომპანიის არსებობის აუცილებლობას საქართველოში.

ქართულ-ამერიკული კომპანია “UNITED COMPANY” – მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია !!

 

 

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *