დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 15 მაისი

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ნაყოფიერი და ჰარმონიული დღეა. ერთნაირად კარგია ახალი საქმეების დაწყებისთვისაც და ადრე დაწყებულის დასრულებისთვისაც. წარმატებების მიღწევა შესაძლებელია იქ, სადაც საჭირო შემოქმედება, ფანტაზია და შთაგონება. რუტინულ საქმეებთან გამკლავებაც უპრობლემოდ ჩაივლის, მაგრამ ეს ნაკლებ სიამოვნებას მოიტანს.

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. შეიძლება არსებული კავშირების გამტკიცება, ასევე ახალი ურთიერთობების დაწყება. სირთულეების გარეშეა შესაძლებელი საერთო ენის პოვნა მათთან, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ.

 

ვერძი

დღეს ძალიან უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი თავი გააკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ გაებმებით ხაფანგში. უარი არ თქვათ თანამოაზრეებთან საუბარზე. ყველაზე რთული საკითხებიც კი მშვიდად და კონსტრუქციულად უნდა განიხილოთ, თუნდაც ამის განწყობა არ გქონდეთ. დღის მეორე ნახევარში, სანამ მხარს გარშემომყოფებს აუბამდეთ, კარგად დაფიქრდით – ამ დროს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო
ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული
ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღევანდელი საქმეები იმაზე უფრო რთული და დამღლელი აღმოჩნდება, ვიდრე ელოდებოდით. საჭიროა დეტალებისადმი ყურადღება, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ქაოსსა და ორომტრიალს, ახლა წესრიგი ძალზე მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას, ცხვირი არ ჩამოუშვათ. განეწყვეთ ოპტიმისტურად. გაისეირნეთ თუნდაც ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე, ძალიან წაგადგებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი
ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული
ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დაძაბული დღეა. შესაძლებელია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, მაგრამ ამისთვის ჯაფა მოგიწევთ. ამასთან, ნაცადი მეთოდები ხანდახან არ ჭრის და ახალი გზების ძიება გიწევთ. დღის მეორე ნახევარში დასვენება აჯობებს, თან – მეგობრებთან ერთად. სასიამოვნო ურთიერთობების წყალობით ემოციური ფონი დარეგულირდება და თავს უკეთესად იგრძნობთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი
ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული
ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დილა სიფრთხილეს მოითხოვს, მოსალოდნელია არასასიამოვნო სიახლეები, სიურპრიზები. მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ. ამიტომ, სჯობს, არ ინერვიულოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. მოსალოდნელია სარგებლის მომტანი ნაცნობობა, ასევე, ადამიანის გაცნობა, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობაა მოსალოდნელი. არ იჩქაროთ ახლად გაცნობილ ადამიანებთან საკუთარი საიდუმლოებების შესახებ საუბარი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული
ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი
ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

შესანიშნავი დღეა. რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ხირად დაგჭირდებათ შემოქმედებითი დამოკიდებულება საქმისადმი. დღე საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ, ასევე, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც, შესაძლოა, რომანტიკულ გატაცებაში გადაიზარდოს. არ დაგღლით სახლის საქმეები. შეგიძლიათ ავეჯის ან ინტერიერის ნივთების ყიდვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი
ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული
ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

გამოიჩინეთ სიმტკიცე და შეუპოვრობა. სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ იმის მიღებაში, რაზეც ოცნებობდით. ხელსაყრელი დროა ახალი წამოწყებებისთვის. თქვენს ნიჭს შეამჩნევენ და დააფასებენ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდნეციების გავლენა ძლიერია. შესაბამისი დღეა იმისთვის, რომ რამე შეცვალოთ კარდინალურად თქვენს ცხოვრებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული
ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული
ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

არ არის კარგი დღე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეებისთვის, მაგრამ იდეალურია მშვიდი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. თუ თავს დასვენების უფლებას ვერ მისცემთ, სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად დახმარება სთხოვეთ ახლობლებს. გამორიცხული არაა სირთულეები ახლობლებთან ურთიერთობებში. გამოიჩინეთ მოთმინება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი
ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი
ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. ამ პერიოდში დიდ წარმატებებს, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევთ. ცოტა დაიცადეთ. რამდენიმე საათში ვითარება შეიცვლება უკეთესობისკენ და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის, მათ შორის – რომანტიკული. დღეს გაცნობილი ადამიანი, დიდი ალბათობით, თქვენით დაინტერესდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი
ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი
ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

საქმიანი თვალსაზრისით, შესანიშნავი დღეა. მიესადაგება სერიოზული, პირველ რიგში, ფინანსური საკითხების გადაწყვეტას, საქმიანი ალღო არ გიღალატებთ. შესაძლებელია იურიდიული საკითხების გადაწყვეტა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, ადამიანებთან ურთიერთობები. არ არის საჭირო დიდი ძალისხმევის გამოჩენა კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად – თავი ბუნებრივად დაიჭირეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება
ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი
ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხართ ყურადღებიანი, ფრთხილი, თვალთახედვიდან არაფერი გეპარებათ, წინ ნელა, მაგრამ სწორად მიიწევთ. რთული საქმეების კეთებისას არ უშვებთ შეცდომებს. მეგობრებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. კარგად დასრულდება საქმე, რომელსაც ერთად დაიწყებთ. დაუფიქრებელი პირობა არავის მისცეთ. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია საიმედო ადამიანის რეპუტაციის შენარჩუნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი
ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი
ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

სასიამოვნო დღეა. ეცადეთ, ის თქვენთვის სიმპათიურ ადამიანებთან გაატაროთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. გამოჩნდება საინტერესო საერთო საქმეები, იდეები. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, მოულოდნელი შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან. შესაძლოა, სტუმრები გეწვიოთ, რაც გაგახარებთ. საორგანიზაციო საკითხებს იოლად და სწრაფად მოაგვარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო
ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი
ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღის პირველი ნახევარი კარგად ჩაივლის. საქმეებს მალე გაუმკლავდებით. აჩქარება არ მოგიწევთ, გამოიყენებთ ხელსაყრელ მომენტებს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ფინანსური საკითხების განხილვა. იღბლიანი იქნება დიდი შენაძენი, მაგალითად ისეთი ნივთი, რომლითაც მთელი ოჯახი ისარგებლებს. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული
ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო
ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *