იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, – აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა. მისი თქმით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

“შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა.