“დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით”

დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. გახარიას შეფასებით, კითხვები, რომელიც ჩიხურ მდგომარეობას ეხებოდა, გარკვეულწილად პროვოკაციულია.

“რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად: „როგორც აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?“. დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან. მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს სად იყო გადაცდომის ფარგლები, რა მოხდა“, – აღნიშნა გახარიამ. შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობაში განლაგებული პოლიციელების ფუნქცია და მოვალეობა მოსახლეობას შორის დაპირისპირების თავიდან აცილება იყო. „როდესაც ბევრი თქვენგანი აქ ღელავს და მეუბნება, რომ ვიღაცამ პოლიცია ასეთ დღეში ჩააყენა და ვიღაცამ პოლიცია აცემინა, პოლიციის ძალების ფუნქცია იქ იყო მართლწესრიგის დაცვა. იქ პოლიციის შესვლის მიზანი გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. პოლიციამ ღირსეულად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა, აგრესია მიიღო თავის თავზე, რაც მისი მოვალეობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიებით დამთავრებული, ეს იყო დაცვითი ღონისძიება. ამიტომ, როდესაც ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებთ, წინასწარ რაღაც ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ“, – განაცხადა გახარიამ.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed